ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განათლების სამინისტრო საქველმოქმედო ფონდთან „ათინათი“ თანამშრომლობას იწყებს
ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განათლების სამინისტრო საქველმოქმედო ფონდთან „ათინათი“ თანამშრომლობას იწყებს. შესაბამის მემორანდუმს ხელი დღეს მოერა. თანამშრომლობის ფარგლებში, ფონდი „ათინათი“ ქართულ კულტურასა და ხელოვნებას პოპულარიზაციას გაუწევს საერთაშორისო ასპარეზზე და ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. ფონდი მოამზადებს სხვადასხვა შემეცნებით ვიდეორგოლს და სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას განათავსებს მედია პლატფორმაზე.
