მკლავჭიდელები ჯაჭვლიანის წინააღმდეგ
მკლავჭიდის ნაკრების მწვრთნელებმა და ვეტერანმა მკლავჭიდელებმა პრესკონფერენცია გამართეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს ფედერაციაში არსებულ მდგომარეობაზე. ისინი აცხადებენ რომ მკლავჭიდის ფედერაცია იქნება პარალიზებული სანამ სოსო ჯაჭვლიანი არ გადადგება. მწვრთნელებს და ვეტერან მკლავჭიდელებს მიაჩნით რომ ამ საკითხის მოგვარება შეიძლება მხოლოდ ფედერაციის წევრების და გამგეობის წევრების გაზრდით და ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.
