ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიღებიდან ხუთი წელი გავიდა
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიღებიდან ხუთი წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა არსებითი პაკეტით განსაზღვრული ინიციატივების შესრულებაში გერმანიის ხელმძღვანელობით ნატოს ძირითადი ჯგუფის მონაწილეობა აღნიშნა.
