დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შოტლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ტესტ-მატჩს გამართავს
დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შოტლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ტესტ-მატჩს გამართავს. გუნდმა თამაშის წინ კაპიტნის ვარჯიში ჩაატარა. საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ბექა გიგაშვილი, ლევან ჩილაჩავა, კონსტანტინე მიქაუტაძე, გიორგი ცუცქირიძე, ვანო კარკაძე და ლაშა ხმალაძე დააკლდებიან. რაც შეეხება მეტოქეს, შოტლანდიელებს ტრავმირებული კაპიტანი სტიუარტ ჰოგი ვერ დაეხმარება. ბორჯღალოსნები შოტლანდიელებს სულ ოთხჯერ შეხვდნენ . მატჩი დღეს ედინბურგში, „მარიფილდზე“ თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "იმედი" შემოგთავაზებთ.
