საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელს უკვე მესამე დღეა ეძებენ. ის ამ დრომდე იმალება
საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელს უკვე მესამე დღეა ეძებენ. ის ამ დრომდე იმალება . მამაკაცის ვინაობა ოფიცალურად უცნობია. დიდი ალბათობით ის გამოძიებას შესაძლოა იდენტიფიცირებულიც ჰყავდეს . ტელეეთერით გასული მძიმე კადრები , ბანკის ფილიალიდან ამოღებული მტკიცებულებები მისი ვინაობის დასადგენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უკვე გამოკითხულია ყველა ის ადამიანი , რომლებიც შეიარაღებული მამაკაცს თითქმის 7 საათი მძევლად ჰყავდა აყვანილი. გამოძიება არკვევს მარტო თუ თანამზრახველთან ერთად მოქმედება შეიარაღებული მამაკაცი.
