პროექტი, რომელზეც ლეონიდ პარფიონოვმა და ტელეკომპანია „იმედმა“ ერთობლივად იმუშავეს
ცნობილმა ჟურნალისტმა ქართულ მეღვინეობაზე მომზადებული ფილმი თავის იუთუბ-არხზე, „პარფენონზე“ დაანონსა. პროექტის ფარგლებში გადაღებულია რამდენიმე მეღვინის მეურნეობა, რომელთა ნაწარმიც საზღვარგარეთ პოპულარობით სარგებლობს. მეღვინეებმა გადამღებ ჯგუფს ნატურალური ღვინის დამზადების ტექნოლოგია დეტალურად გააცნეს.
