ვანის განახლებულმა არქეოლოგიურმა მუზეუმმა დღეიდან დამთვალიერებლების მიღება დაიწყო
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და დროებითი საგამოფენო სივრცე. ახალ შენობაში მოეწყო თანამედროვე ინფრასტრუქტურა, უახლესი სტანდარტების ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები. მუდმივმოქმედ გამოფენაზე წარმოდგენილია ვანის სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები. განახლებული მუზეუმის აუდიტორიაში კი მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით, საერთაშორისო სიმპოზიუმები გაიმართება. მუზეუმის რეაბილიტაცია მთავრობამ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განახორციელა.
