კოვიდ სტატისტიკა საქართველოში
დღეის მდგომარეობით 1595 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 398 ადამიანი. სამწუხაროდ ვირუსმა 6 პაციენტის სიცოცხლე შეიწირა. ინფიცირებულთა რაოდენობით დედაქალაქი 563 შემთხვევით ლიდერობს. აჭარაში 389, იმერეთში კი 335 კოვიდინფიცირებულია აღრიცხული. დანარჩენი მაჩვენებელი ქვემო და შიდა ქართლში, გურიაში, სამეგრელო ზემო სვანეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გამოვლინდა.
