რა არის უმთავრესი იმ დროს, როდესაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - როგორ უნდა იმოქმედოს მედიამ?
შსს-ს გუშინ არაერთხელ მოუხდა მედიისთვის იმის შეხსენება, რომ მსგავსი მოვლენების გაშუქებისას უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია. ამის მიუხედავად, რამდენიმე ტელეარხის ეთერში საპოლიციო ღონისძიებების ყველა დეტალი ჩანდა, მათ შორის სპეცრაზმის განლაგება, გადაადგილება. პირდაპირ ეთერში გამოჩნდა დამნაშავეც და ამავე რეჟიმში გადაიცა მისი მოთხოვნები. რა არის უმთავრესი იმ დროს, როდესაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როგორ უნდა იმოქმედოს მედიამ
