30 საათი საპოლიციო ღონისძიებიდან
სამართალდამცველები დამნაშავეს ეძებენ. ბოროტმოქმედი მძევლებთან ერთად ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში გუშინ თითქმის 6 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ნიღბიანი ბოროტმოქმედი ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით იყო შეიარაღებული. იქცეოდა აგრესიულად, რასაც სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიც მოწმობს. ასევე ჩანს გასროლა. დღის განმავლობაში დანაშაულiს ადგილიდან მძევლებისგან რამდენიმე ფოტო გავრცელდა, ასევე ტელეკომპანია ოდიშის ვიდეომასალა. მძევალთა ნაწილი თავდამსხმელმა ეტაპობრივად თავად გაუშვა, ნაწილმა შენობა შსს-ს მიერ წარმოებული მოლაპარაკების შედეგად დატოვა. თავდამსხმელის მიზეზით 43 ადამიანის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მათ შორის იყვნენ მოხუცებიც და ორსულებიც. დღეს უკვე ამბობენ, რომ მათ გადარჩენაში მნიშვნელოვანი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის დამსახურება. სწორედ ავთანდილ გალდავამ ჩაანაცვლა მძევლები. მის შესახებ შს მინისტრმაც ისაუბრა. ვახტანგ გომელაურმა მედიასთან გუშინდელი მოვლენების შესახებ პირველი კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
