ვახტანგ გომელაურის განცხადება
პირველი ამოცანა ადამიანების გადარჩენა იყო, 43 მძევალი გავათავისუფლეთ და არც ერთი მათგანი არ არის დაშავებული. მეორე ეტაპია ეს ადამიანი დავიჭიროთ და დავსაჯოთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა და გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს. „ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა, თუმცა ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს. რაც შეეხება თანამზრახველთა საკითხს, შესაძლოა, იმ 43 მძევალში 10 ადამიანი იყო მისი თანამზრახველი, ვერავინ ვერ იტყვის ამას, იყო თუ არა. გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ დააბრალო ადამიანებს რაღაც მტკიცებით ფორმაში. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
