რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთმა მძევალმა დატოვა ბანკის შენობა
რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთმა მძევალმა დატოვა ბანკის შენობა. ის ბანკში თანამშრომელია. ბანკის მიმდებარე პერიმეტრი და ქალაქის ცენტრალური ნაწილი გადაკეტილია. ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. უკვე რამდენიმე საათია მოლაპარაკება მიმდინარეობს თავდამსხმელთან. შემოსაზღვრული ლენტის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მძევლების ოჯახის წევრები. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.
