პანდემიის მართვის პროცესში დამატებითი კლინიკები და ოჯახის ექიმები ერთვებიან
1351 ინფიცირებული და 14 გარდაცვლილი პაციენტი, მათ შორის ერთი 30 წლისაა. ვირუსის დამარცხება 337-მა ადამიანმა შეძლო. ასეთია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა საქართველში. კარანტინის რეჟიმში 4462 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3071, კოვიდ-სასტუმროში - 1772. კრიტიკული პაციენტების რაოდენობა 2 პროცენტს არ აღემატება.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
