ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოფიციალურ გახსნამდე სტუდენტებმა ფიცი დადეს
ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. სტუმრებს ასევე მიმართა განათლების მინისტრმა , მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდებს წარმატებული სტუდენტური ცხოვრება უსურვა . ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს პირველი სტუდენტები მიიღო ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება. წელს 1112 აბიტურიენტმა გამოხატა სურვილი, გამხდარიყო ამ უნივერსიტეტის სტუდენტი და სასწავლო დაწესებულების მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი კი 245-მა ახალგაზრდამ გადალახა.
