ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოფიციალურად იხსნება. ღონისძიება ამ წუთებში იწყება. სასწვალო სივრცე 153 ჰექტარზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის . ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ეკუთვნის "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, ხოლო ფონდი" ქართუ" ამ პროექტის განვითარებაში ერთ მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას დებს.
