დავითგარეჯის საქმეზე დღეს გენერალურ პროკურატურაში ლაშა დარსალიას გამოკითხავენ
რამდენიმე წუთში გენერალურ პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას გამოკითხვა დაიწყება. უწყებაში მისი დაბარება საქართველო-აზრებაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. ლაშა დარსალია 2008-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში სხვადასხვა პოზიციაზე. 2016 - 2017 წლებში კი დაზვერვის სამსახურში ანალიტიკური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად მუშაობს ქვეყნის დიპლომატიურ უწყებაში მინისტრის მოადგილის პოზიციაზე.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
