საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში დაფიქსირდა - ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში
საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავა ბრიფინგზე განაცხადა. „რაც შეეხება აჭარას, იქ 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში - 295, სამეგრელო ზემო-სვანეთი - 66, ქვემო ქართლში - 76, შიდა ქართლში - 23, კახეთში - 20, გურიაში - 15, მცხეთა მთიანეთი - 23, სამცხე ჯავახეთი - 18, რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1 ახალი შემთხვევაა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ვებგვერდ StopCov-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 003, გარდაიცვალა 172 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4462 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3071, კოვიდ-სასტუმროში - 1772, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
