"ჰოლიდეი ინნ" ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს
სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ მიკროსაავადმყოფოს ფუნქციას შეასრულებს და კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს. „აჭარა ჯგუფის’’ ინფორმაციით , ამ დროისთვის სასტუმროში 12 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. სასტუმრო კი სულ 200 პაციენტის მიღებას შეძლებს . პანდემიის პერიოდში „ჰოლიდეი ინნი“ საკარანტინო სივრცე იყო და სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღო „აჭარა ჯგუფმა’’ აღნიშნული გადაწყვეტილება.
