შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა . ცნობისთვის მომსახურების სააგენტოს ყველა სამსახურში მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება. გარდა ამისა, დღეში რამდენჯერმე იწმინდება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული ინვენტარი. ასევე, ინტენსიურად ტარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა ფილიალში. სააგენტო მიმართავს მოქალაქეებს, მომსახურების მიღებისას გამოცხადდნენ პირბადით.
