ევროპარლამენტი, ეპიდვითარების გაუარესების გამო, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს დროებით აჩერებს
ევროპარლამენტი, ეპიდვითარების გაუარესების გამო, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს დროებით აჩერებს. ამ მიზეზით, ევროპარლამენტარები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით საქართველოშიც ვერ ჩამოვლენ. ეპიდვითარება გაურესებულია ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში. ევროპარლამენტში საქართველოზე მომზადებული ანგარიშის ავტორი , სვენ მიქსერი აცხადებს, რომ მას საქართველოში ჩამოსვლის დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ კივიდ 19-ის რეგულაციების გამო თბილისს ვერ ეწვევა.
