რუსეთის კიბერთავდასხმები
ანატოლი კოვალიოვი და არტიომ ოჩიჩენკო - საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევა გრუს ამ ორი ოფიცრის პასუხისმგებლობაა. აშშ-მ რამდენიმე ქვეყნის ინფრასტრუქტურის დაზიანების მიზნით ჰაკერული თავდასხმებასა და მავნე პროგრამების გავრცელებაში რუსეთის სამხედრო დაზვერვის 6 ოფიცერს ბრალი წარუდგინა. გასულ წელს სწორედ მათი მოქმედების შედეგად- ერთდროულად 15 ათასზე მეტი ვებგვერდი დაიჰაკა. მათ შორის იმედის ჰოლდინგის. ხელისუფლება კრემლისგან მსგავს ქმედებას არც მომავალში გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ საფრთხე მინიმუმამდეა შემცირებული.
სიუჟეტის ავტორი: ნატა მახვილაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
