ბოლნისში მომხდარს გოგი მეშველიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს და მომხრეებს მოუწოდებს მათ არ აყვნენ
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ასევე ამბობს, რომ გარდა მამედ შამილოვისა, კახა ოქრიაშვილი სხვა მის მხარდამჭერებსაც ემუქრება. ახლა მეშველიანი გამოძიების დასრულებას ელოდება. ინციდენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში გუშინ მოხდა. ქართული ოცნების აქტივისტი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ძალადობაში და ტერორში ადანაშაულებს. მამედ შამილოვის განცხადებით, ოქრიაშვილი ციხით დაემუქრა, თუ მის სასარგებლოდ საარჩევნო ხმების მობილიზებაში არ დაეხმარებოდა.
