ოპოზიციის მორიგი პროვოკაცია
ამჯერად მათი პარტიული მიზნების მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მკვიდრს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა „ქართული ოცნების“ მაისური მოტყუებით ჩააცვეს, შემდეგ კი დაახევინეს. როგორც მამაკაცი ყვება, მას სანაცვლოდ პროდუქტების ყიდვას დაპირდნენ. მომხდართან დაკავშირებით დღეს კომენტარის გაკეთება „ევროპულ საქართველოში“ არ ისურვეს. ფაქტს უმრავლესობაში მწვავე შეფასებები მოჰყვა. ქართული ოცნების ლიდერების თქმით, კამპანიური ღონისძიებისა და საარჩევნო მიზნებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების გამოყენება დისკრიმინაციული ქმედებაა და ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება საერთაშორის პარტნიორების მხრიდან.
