ნათია თურნავას განცხადება
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შემოსვლის წესი იცვლება. „საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას ვალიდური PCR ტესტის ცნობით შეძლებენ“, - განაცხადა თურნავამ. მისი თქმით, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შემოსვლა სავალდებულო კარანტინის აუცილებელი მოთხოვნის გარეშე მოხდება. „მათ შეეძლებათ ქვეყანაში შემოვიდნენ ლაბორატორიულად დადასტურებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, შემდეგ გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში ნაცვლად სავალდებულო კარანტინისა და ეს იქნება საკმარისი. ჩვენ მომზადებული გვაქვს მთავრობის გადაწყვეტილება და დიდი ალბათობით ეს გადაწყვეტილება ხვალიდან შევა ძალაში“, - განაცხადა თურნავამ.
