ეპიდემიოლოგების განცხადებით, ქვეყანაში ეპიდაფეთქების პიკი ჯერ არ დამდგარა
მათი განმარტებით, ინფიცირებულთა რაოდენობის მაქსიმალური ზრდა და ე.წ პიკი - შიდა საზოგადოებრივი გავრცელებიდან 6-8 კვირაში დგება, რომელიც დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებისთვისაა მოსალოდნელი. მათივე განცხადებით, საზოგადოების პასუხისმგებლობა მაღალი უნდა იყოს, რათა არ მივუახლოვდეთ კრიტიკულ ნიშნულს.
