ახალქალაქსა და ახალციხეში კოვიდ ვირუსით მედპერსონალი დაინფიცირდა
მათ შორისაა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები და მძღოლები. ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომლები აღარ მუშაობენ, მუნიციპალიტეტის პაციენტებს კი, „ემერჯენსის“ ექიმები ნინოწმინდიდან ემსახურებიან. ამ დროისათვის ახალციხეში 13 მედპერსონალია ინფიცირებული, ხოლო ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ფილიალის 11 თანამშრომელს გრიპის სიმპტომები აღენიშნება, ერთის მდგომარეობა მძიმეა.
