აბასთუმნის ტურისტული ობიექტების ნუსხას მალე კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ორი ძეგლი დაემატება
აბასთუმნის ტურისტული ობიექტების ნუსხას მალე კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ორი ძეგლი დაემატება. მსურველები შუა საუკუნეების თამარის ციხისა და კურცხანის სამონასტრო კომპლექსის მონახულებას შეძლებენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საუკუნეების განმავლობაში მიწით დაფარული უნიკალური ძეგლების გაწმენდა უკვე დაიწყო. კვლევისა და პროექტირებისთვის ფონდი ქართუ 200 ათას ლარს დახარჯავს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
