ახალი პროტოკოლი ეპიდვითარების მართვაში
პირბადე შინ და გარეთ- ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები მითითებას ამკაცრებენ. ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ ათასზე მეტია. ბოლო 24 საათში 1186 შემთხვევა გამოვლინდა, 7 პაციენტი გარდაიცვალა. კოვიდ 19 დაამარცხა 278 -მა. დედაქალაქში სტატისტიკა ისევ მზარდია. თბილისი გავრცელების მასშტაბით კვლავ პირველ ადგილზე გადავიდა, შემდეგ არის აჭარა. იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი, გურია, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი. სპეციალისტების განმარტებით- ამ მონაცემების მიუხედავად 100 ათას მოსახლეზე გათვლით, ევროკავშირის და ევროპის 53 ქვეყანას შორის შუაში ვართ. ქვეყნის მასშტაბით კრიტიკულად მძიმეა 28 პაციენტის მდგომარეობა. მსოფლიოში კორონოვირუსის გამოჩენიდან თითქმის 1 წელი გადის. საქართველოში 8 თვე სრულდება. პანდემიის დაანონსებული მეორე ტალღა ყველაგან მიმდინარეობს და ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ შემოდგომის ბოლოს და ზამთარში მეტი სირთულე გველის. პანდემია ხანგრძლივი იქნება. ამიტომ სრულმასშტაბიან ჩაკეტვაზე ეფექტიან და გონივრულ გადაწყვეტილებად ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა მიაჩნიათ.

სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები