ფილმი სააკაშვილის პოლიტიკაზე
უკრაინელი ჟურნალისტების საგამოძებო ფილმის მორიგი სერია, ისევ სააკაშვილის პოლიტიკას ეძღვნება. საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა ფოკუსი ნაციონალური მოძრაობის მმართველობას და სააკაშვილის უკრაინულ პოლიტიკას მიმოიხილავს. ჟურნალისტები ოლეგ დენეიკა და ვალერი ტოვმაჩი აქცენტს იმ მძიმე გამოწმევებზე აკეთებენ რომლის წინაშეც ხანგრძლივი მეგობრული კავშირით ცნობილი უკრაინელი და ქართველი ხალხი დგას . ფილმის ავტორები მიმართავენ მაყურებელს რომ შემოდგომის ბოლოს, ორ ქვეყანაში ჩატარდება არჩევნები, რომლებიც გადაწყვეტს შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში უკრაინელი და ქართველი ხალხის მომავალს. ფილმის ავტორები ღიად ამბობენ რომ მიხეილ სააკაშვილი საფრთხეს უქმნის საქართველოსაც და უკრაინასაც... ჟურნალისეტბმა მაყურებელს მიაწოდეს ინფორმაცია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, ბიზნესის ტერორზე და ადამიანის უფლებებზე , რომელიც მათი მტკიცებით ყოველდღიურად ირღვეოდა სააკაშვილის მმართველობის დროს. გამოიკითხა ოდესის მოსახლეობა, რომლებაც სააკაშვილის გუბერნატორობის პერიოდს სამარცხვინო და უკრინელი ხალხის დაცინვა უწოდეს. უკრაინელი ჟურნალისტების საგამოძებო ფილმის მორიგ სერიას პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
