საპატრულო პოლიცია კოვიდ 19-ის გავრცელების წინააღმდეგ ინტენსიურ მონიტორინგს განაგრძობს
საპატრულო პოლიცია კოვიდ 19-ის გავრცელების წინააღმდეგ რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს განაგრძობს. დედაქალაქში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული არიან პატრულ-ინსპექტორები. სამართალდამცველები მეტროში შემსვლელს და გამომსვლელს აკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.
