პრემიერის განცხადებით არჩევნები არ გადაიდება და ის წესების სრული დაცვით ჩატარდება
არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება და არ გადაიდება. ყველა მოვემზადოთ 31 ოქტომბრისთვის და დემოკრატიულად, ღიად, უსაფრთხოდ უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები"- ამის შესახებ განცხადებას, პრემიერ-მინისტრი აკეთებს. საარჩევნო უბნებს ისეთ დონეზე მოამზადებენ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა, სრული წესების დაცვით. ამიტომ არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი არ იარსებებს, - ამბობს მთავრობის მეთაური.
