კორონავირუსის გავრცელება რეგიონების მიხედვით
კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკის ოთხნიშნა მაჩვენებელი საქართველოში. ბოლო 24 საათში კოვიდინფექცია ათას 1186 ადამიანს დაუდგინდა, კლინიკებიდან გაწერეს 278 პაციენტი, გარდაიცვალა 7 ინფიცირებული. ჯამში კორონავირუსს ჩვენს ქვეყანაში, 143 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 8338-ია. რაც შეეხება გავრცელების სტატისტიკას - ახალი, 1186 პაციენტიდან, 40 პროცენტი, ანუ 469 შემთხვევა თბილისს, 360 აჭარას, 99 იმერეთს, 78 ახალი შემთხვევა ქვემო-ქართლს, 73 კი სამეგრელოს რეგიონს უკავშირდება.
