შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე სპორტის კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე სპორტის კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. შალვა კერესელიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის სფეროს წარმომადგენლების ერთ-ერთი პრობლემა დაბალი ანაზღაურებაა.
