უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების ეტაპობრივი დაბრუნდება იწყება
უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების ეტაპობრივი დაბრუნდება იწყება . საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში საგანმანათლებლო დაწესებულებები მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სამუშაოებს განაახლებენ. სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს კი, კვლავ დისტანციურად წარმართავენ. დისტანციური სწავლება რცება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სავალდებულო რეკომენდაციებია: მერხებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა, ყველა აუდიტორიაში სტუდენტის პირბადით გადაადგილება, სანიტაიზერების და დეზობარიერების გამოყენება, ასევე სავალდებულო თერმოსკრინინგი საუნივერსიტეტო სივრცეში შესვლისას.
