ლეგენდის 2020-ის გამარჯვებული ნოემბერში დასახელდება
ლეგენდის 2020-ის გამარჯვებული ნოემბერში დასახელდება, იმპროვიზაციულ ტურზე შექმნილი ნაშრომები კი, ყოველწლიურ ბროშურაში დაიბეჭდება. პანდემიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ დღის წესრიგიც შეცვალა და 12 წლის განმავლობაში პირველად, ტური, კახეთის ნაცვლად, თბილისში ჩატარდა. სტუდენტებმა ახალი ნაშრომები ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე „თეთრი საყელო“ დაწერეს.
