ინტოქსიკაცია ოზურგეთის ბაღებში
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა მოწამვლის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა. რამდენიმე ბაღში სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები 80-მდე მოზარდს გამოუვლინდა. მათი ნაწილი ოზურგეთის კლინიკაში მკურნალობს, 3 ბავშვი კი ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს. ოზურგეთის კლინიკაში მოთავსებული ბავშვები პარლამენტის თავმჯდომარემ მოინახულა. ამ ეტპაზე საბავშვო ბაღებში სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
