ხვალიდან ბათუმის ქუჩებში ელექტროავტობუსები გამოჩნდება
ხვალიდან ბათუმის ქუჩებში ელექტროავტობუსები გამოჩნდება. ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც თანამედროვე ტიპის ელექტროავტობუსები იმოძრავებს. პირველ ეტაპზე ხაზზე 5 ავტობუსი გამოვა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კი სულ 8 ერთეული შეიძინა, რომლის საერთო ღირებულება 4 მილიონი ევროა. ტრანსპორტი 70 მგზავრისთვისაა გათვალისწინებული და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებიების მქონე პირთათვის. ტენდერი იბიარდმა გამოაცხადა.
