საქართველოში მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა დაახლოებით სამ კვირაში დაიწყება
საქართველოში მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა დაახლოებით სამ კვირაში დაიწყება. ახალი მეთოდი ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების შემთხვევაში იქნება გამოყენებული. მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევაში კოვიდ 19-ის დასამარცხებლად თენგიზ ცერცვაძე და მისი გუნდი ჩაერთვებიან. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუკი მონოკლონური ანტისხეულების მიღება მოხერხდება, ამ დაავადების მკურნალობაში ეს რევოლუციური გარღვევა იქნება, რადგან ანტისხეულები ვირუსს გაანეიტრალებენ. ცერცვაძის განმარტებით, ქიმიური მედიკამენტებით მსგავს შედეგს სათანადო ეფექტით ვერ იღებენ.
