საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 8 060 ადამიანი, გარდაიცვალა 136 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 6300 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 1388, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
