საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 128-ს შეადგენს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 16285 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 7827 -ს შეადგენს. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
