ჯანდაცვის სამინისტრო უკვე კოვიდ19-ით გარდაცვალების ყველა ფაქტს იკვლევს
ინფიცირებულია 887. ყველაზე მეტი- 342 ისევ აჭარაშია, 277-თბილისში. კორონავირუსი 246-მა პაციენტმა დაამარცხა, 11 -კი ემსხვერპლა. გარდაცვლილთაგან- ხუთი თბილისში, სამი აჭარაში, ორი იმერეთში , ერთი კი, გორში მკურნალობდა. ყველა მათგანს თანმდევი დაავადება ჰქონდა, გამონაკლისია აჭარაში გადაცვლილი 41 წლის ქალი. მას თრომბოემბოლია განუვითარდა მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა პაციენტის შემთხვევას. მთავრობა აცხადებს, რომ ვითარება კონტროლირებადია, თუმცა ხელისუფლებაც და ეპიდემიოლოგებიც იმ პასუხსიმგებლობას გვახსენებენ, რაც პანდემიისას გვეკისრება. დღეიდან გარკვეული შეზღუდვებია ძალაში. ჯანდაცვის სამინისტროში კი ახლაც პანდემიის შესახებ თათბირობენ- ნუცა ტრაპაიძე გვიერთდება
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
