შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მზაობა, უზრუნველყოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება. მინისტრის მოადგილეებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანება გააცნეს.რომლის მიხედვითაც სამინისტროს წარმომადგენელს ევალება დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი, უზრუნველყოს წესრიგის დაცვა აგიტაციისა და კამპანიის დროს, ასევე, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
