საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის ახალი ხელმძღვანელი ეწვია
გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. მხარეებმა თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტები და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. ლევან ღირსიაშვილმა სტუმარს უწყებაში არსებული სიახლეები გააცნო. ამერიკულმა მხარემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მხარდაჭერა დაუდასტურა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერების პროცესში დახმარების მზაობა გამოთქვა.
