არჩილ თალაკვაძის პასუხი კუბილიუსს
"პოლიტიკური არქეოლოგია” არის იმ პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოში ბატონი კუბილიუსი გულშემატკივრობს- ამ კომენტარით უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ევროპარლამენტარის განცხადებას, სადაც ის ამბობს-„სასაცილოა , რომ მმართველი პარტია პოლიტიკური „არქეოლოგიით“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კავდება“. არჩილ თალაკვაძის თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხები სასაცილო არ არის და მსგავსი შეფასება ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია. მე აქვე გეტყვით, რომ ანდიურს კუბილიუსმა ბოლო განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარს უპასუხა, სადაც ის მეტ განმარტებას ითხოვდა. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა ევროპარლამენტარის დავით გარეჯზე პირველად გამოქვეყნებულ შეფასებას, სადაც კუბილიუსი საზღვრის გარეშემო მიმდინარე მოვლენებს უკავშირებდა არჩევნებს და პროცესებს რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას უწოდებდა.
