საპატრიარქოს პოზიცია
სწორედ თავდავის მინისტრის პატრიარქთან შეხვედრის შესახებ იუწყება საპატრიარქო განცხადებაში, რომლის სათაურია: „რა იცის საპატრიარქომ რუკებთან დაკავშირებული ახალი გარემოებების შესახებ?" გავრცელებული ტექსტის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილმა ილია მეორეს გააცნო ბოლო დროს მოპოვებული კარტოგრაფიული მასალა, კერძოდ, ის დოკუმენტაცია, რომელიც დავით ხიდაშელმა სხვადასხვა ქვეყნის არქივებსა და შესაბამის უწყებებში მოიპოვა და საქართველოში ჩამოიტანა. ასევე შესაბამისი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნებიც. საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია ამ საკითხზე კი შემდეგია, რომ „დავით გარეჯი ქართული მიწაა“- და თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს დანაშაულია ერისა და ქვეყნის წინაშე. ამასთან საპატრიარქო მიმდინარე გამოძიების შესახებ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ იჭრება სამართლებრივ სფეროში.
