გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 124-ს შეადგენს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 7 613-ს შეადგენს. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
