ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე 20 დღეა დარჩენილი, თუმცა კენჭისყრის პროცესი დაწყებულია
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე 20 დღეა დარჩენილი, თუმცა კენჭისყრის პროცესი დაწყებულია. პანდემიის ფონზე, ამერიკის არაერთმა შტატმა წინასწარი კენჭისყრის პუნქტები გახსნა. მოსახლეობა ასევე აქტიურად მიმართავს ხმის ფოსტით მიცემის მეთოდსაც. ამ დროისთვის, არჩევანი 14-მა მილიონმა ამერიკელმა დააფიქსირა. საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ყოფილი ვიცე პრეზიდენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენი უპირისპირდებიან. არჩევნები შტატებში 3 ნოემბერს ჩატარდება.
