ევროკავშირმა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო სანქციები დაუწესა. ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დახმარებით მოწამლეს. სანქციები, რომლებიც 6-საღალჩინოსანსა და ქიმიური ნივთიერებების კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს ეხება, სამოგზაურო აკრძალვებსა და აქტივების გაყინვას მოიცავს.
