"ჰიუმან რაითს ვოჩის" განცხადება
ვლადიმერ პუტინი და ბაშარ ალ ასადი სირიაში ომის დანაშაულის სტრატეგიას მიმართავდნენ და მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იდლიბში. ამის შესახებ განცხადებას „ჰიუმან რაითს ვოჩი“ აკეთებს და სირიისა და რუსეთის პრეზიდენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს ახალ ანგარიშსაც. მასში 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის მარტამდე პერიოდში, იდლიბის პროვინციაში მდებარე საავადმყოფოებზე, სკოლებსა და ბაზრობებზე განხორციელებული 46 საჰაერო და სახმელეთო იერიშია აღრიცხული, რასაც 224 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული დარტყმების განხორციელებაზე ბრძანებს ბაშარ ალ ასადი, ვლადიმერ პუტინი და კიდევ 8 სამთავრობო და სამხედრო მაღალჩინოსანი გასცემდნენ.
