ყირგიზეთის პრეზიდენტი გადადგა
ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი გადადგა. ჟეენბეკოვის თქმით, მისი მიზანი კრიზისის დასრულებაა და ძალაუფლებას არ ებღაუჭება. ქვეყნის პირველი პირის გადადგომის თაობაზე მოლაპარაკებები 14 ოქტომბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სადირ ჟაპაროვი დაინიშნა. ჟეენბეკოვი, რომლის გადადგომასაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები ითხოვდნენ, პრეზიდენტის პოსტის დატოვებას არ ჩქარობდა. იგი გადადგომას მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ აპირებდა.
